ამ გვერდის ამობედვა

"ვტოვებ მაესტროს, არხზე ბრუნდება გია გაჩეჩილაძე" - ვაკო ავალიანი

ვაკო ავალიანი ტელეკომპანია "მაესტროს" აღმასრულებელი დირექტორის პოსტს ტოვებს. 

 

არხზე მუსიკოსი გია გაჩეჩილაძე ("უცნობი") ბრუნდება.

 

როგორც ავალიანი "ფეისბუქში" წერს, "მაესტროს" ახალი პრიორიტეტები მისთვის მიუღებელია.

 

"ვტოვებ მაესტროს, სადაც კარგი მეგობრები და საქმის ერთგული მაგარი ადამიანები შევიძინე. გაიგე ამბავი – არხის სლოგანია, რომელიც სრულად ესადაგება სამაუწყებლო ბადეს. არხზე ბრუნდება გია გაჩეჩილაძე (რამდენიმე პროექტით). არხის ახალი პრიორიტეტები ჩემთვის მიუღებელია! ყველაფრის მიუხედავად, წარმატება მაესტროს და მაესტროელებს". – წერს ვაკო ავალიანი. 

წაკითხვა 493 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 16 2021

სიახლეები