ამ გვერდის ამობედვა

არ მგონია, საკუთარ ცხოვრებაში ყველაფერი დალაგებული გქონდეთ - ვის მიმართავს პეტრე კოლხი

მამა პეტრე (კვარაცხელია) სოციალური ქსელით იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც სხვის ცხოვრებაში ჩარევით არიან დაკავებული. 

 

"იმ ადამიანებისთვის -,, შენ ასე საუბარი არ გშვენის, ,,ასე არ უნდა მსჯელობდე”, ,,ასე ფიქრი შენ სტატუსს არ უხდება”…

 

ფიქრს მაინც ნუ უკრძალავთ ერთმანეთს…. დატკბით საკუთარი ცხოვრებით და იყავით მადლიერი… მიეცით ერთმანეთს თავისუფლად სუნთქვის საშუალება… არ მგონია საკუთარ ცხოვრებაში ყველაფერი დალაგებული გქონდეთ… ჰოდა, ჯერ საკუთარს მიხედეთ და თუ დრო დაგრჩათ, მერე სხვებსაც დაეხმარეთ…

 

მანამდე კი გაიღიმეთ და იმ გამოწვევებისთვის მოემზადეთ, რაც წინ გელოდებათ!." - წერს სასულიერო პირი. 

წაკითხვა 392 ჯერ

სიახლეები