ამ გვერდის ამობედვა

ამ ბიზნესის წინააღმდეგ გამოვდივარ! ამოვიდა ყელში ამდენი ფულის კეთება! - ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ანტისხეულებზე ტესტების გაკეთება აფიორაა და მცდარ მოლოდინებს ქმნის.

 

"✅ანტისხეულების ტესტების “ბიზნესის” წინააღმდეგ გამოვდივარ❗️ამოვიდა ყელში ამდენი ფულის კეთება და არაპროფესიონალიზმი ამ ქვეყანაში❗️

✅ეს არის, უბრალოდ, “აფიორა” და ტყუილი/მცდარი მოლოდინების, ილუზიის შექმნა❗️

✅მეცნიერულად “ატისხეულების ტესტი” კონკრეტულ ადამიანს არანაირ შედეგს არ აძლევს, ვინაიდან რა პასუხიც არ უნდა იყოს, ეს პასუხი უფრო “ყავის ფინჯანზე მარჩიელობას” ჰგავს❗️

✅ამერიკაში სადაზღვევო სისტემა არ აფინანსებს ამ რესურებს ჩვენთან კი (ასევე რუსეთში) ბუმია ამ ტესტებზე. 

✅შეკითხვა მაქვს, თუ მივყვებით ოფიციალურად “ამერიკულ” მოდელს, მაშინ რატომ ვიცრებით ჩინური ვაქცინებით (ჩინეთის გავლენის ქვეშ ვართ?!) და ვაკეთებთ ანტისხეულების ტესტებს (რუსეთის გავლინის ქვეშ ვართ?!). 

✅არაპროფესიონალიზმი კლავს❗️" - წერს ფხაკაძე.

წაკითხვა 343 ჯერ

სიახლეები