არ მინდა სულიერი და ხორციელი გადარჩენა ქვეყნიდან გაქცევაში ვიპოვო - თამარ ივერი
სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საზოგადოებამ სახე დაკარგა.
როგორც მომღერალი ამბობს, არ სურს თავის გადასარჩენად ქვეყნის დატოვება მოუწიოს.
"მთავრობის შეცვლის თუ მისი შენარჩუნებისთვის ჭიდილში უკვე საზოგადოებამ სახე დაკარგა!!!
ჟურნალისტი აღარ ჟურნალისტობს!
მწერალი აღარ მწერლობს!
მსახიობი აღარ მსახიობობს!
მხატვარი აღარ მხატვრობს!! ყველამ დაივიწყა მისი "სახელოსნო" და გადაიქცნენ პოლიტიკურ რუპორებად!! ვიღაცის ჯიბის და კარის "მოღვაწედ ,ახალი, რაღაც ქართული მასონური ლოჟის და პოლიტ-სატანური სექტის წევრებად!! და ამ კუპრის ქვაბში ვინც არ გაისვრება და სახეს შეინარჩუნებს... იმისია ნათელი მომავალი. ასეთი ერთეულები კი ვაი რომ ან უცხოეთში გარბიან ან მოკრძალებულად არ სურთ საჯაროობა და ქვეყნის წინსვლაში მონაწილეობის მიღება. ამიტომაც გაძლიერდა ეს... აგრესიული "ელიტა" და (გალაქტიონს დავესესხები): "იდიოტთა აკადემია"!
და როგორ არ მინდა რომ მეც ჩემი სულიერი თუ ხორციელი გადარჩენაც ამ ქვეყნიდან გაქცევაში ვპოვო! არ დავივიწყო რომ უპირველესად ხელოვანი ვარ და არ მიწევდეს ასეთი "თემას გადახვეული" პოსტების წერა!!
იმედია,ცოტა ხანი მაინც ვეღირსები ეგეთ "ეპოქაში" ცხოვრებასაც" - წერს სოპრანო.
სიახლეები
- აშშ რუსეთს ადანაშაულებს უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში
- "ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა - ის, რაც მიუღებელია მოსახლეობისთვის, მიუღებელია პრეზიდენტისთვის'' - სალომე ზურაბიშვილი
- დღეს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება
- დღეს პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება - შენობაში 14:00 საათამდე უსაფრთხოების წითელი დონე იმოქმედებს
- "საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს " - ჯოზეფ ბორელი