ამ გვერდის ამობედვა

ვნახოთ, რომელს გეყოფათ გამბედაობა - რა შესთავაზა გვარამიამ მერობის კანდიდატებს

გთავაზობთ ერთი ერთზე ჰარდთოქს "მთავარ აქცენტებში", ანუ ძალიან რთულ ამბავს. სტუდიაში მხოლოდ წამყვანი და კანდიდატი. ცალკე გადაცემა თითოეულს - ასე მიმართა სოციალურ ქსელის მეშვეობით "მთვარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ დედაქალაქის მერობის კანდიდატებს - კახა კალაძესა და გიორგი გახარიას.

"არჩევნებამდე დარჩა 4 კვირა დღე. აირჩიეთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი. ვნახოთ, რომელს გეყოფათ გამბედაობა და რომელი დათანხმდებით (თუ საერთოდ რომელიმე დათანხმდებით). ველი გამოხმაურებას" - დაწერა გვარამიამ.

წაკითხვა 288 ჯერ