ამ გვერდის ამობედვა

"უკარგესი ამბები: "სინოვაკი" და "სინოფარმი" არაჩვეულებრივად იცავენ მძიმე კოვიდისგან, ბრწყინვალედაც კი"

ვაქ­ცი­ნო­ლო­გი ნინო გო­გი­ჩა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბის - "სი­ნო­ვა­კი­სა" და "სი­ნო­ფარ­მის" შე­სა­ხებ უახ­ლე­სი კვლე­ვე­ბის შე­დე­გებს გვი­ზა­რებს:

"უკარ­გე­სი ამ­ბე­ბი: ინაქ­ვი­ტი­რე­ბუ­ლი ვირუ­სე­ბი ("სი­ნო­ვა­კი" და "სი­ნო­ფარ­მი") არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად იცა­ვენ მძი­მე კო­ვი­დის­გან. ბრწყინ­ვა­ლე­დაც კი.

 

ეს ინ­ფორ­მა­ცია ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­და ორი ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი სტა­ტი­ით ორი­ვე ძა­ლი­ან პრეს­ტი­ჟულ და სან­დო ჟურ­ნალ­შია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი (გა­მო­საქ­ვეყ­ნე­ბე­ლი). ერთი "ლან­ცეტ­ში" გა­მო­საქ­ვეყ­ნე­ბე­ლი პრე-პრინ­ტია. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ჯერ-ჯე­რო­ბით სტა­ტი­ას რე­ცენ­ზია არ გა­უვ­ლია, მაგ­რამ გა­ივ­ლის. და მე­ო­რე და­ი­ბეჭ­და New England Journal of Medicine-ში (NEJM), ანუ რე­ცენ­ზია გავ­ლი­ლი აქვს.

 

1. კო­რო­ნა­ვა­კი ("სი­ნო­ვა­კი") ეფექ­ტუ­რო­ბა - კვლე­ვა ჩა­ტა­რე­ბუ­ლია ჩი­ლე­ში, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი NEJM-ში

ერთი დო­ზით აც­რილ ადა­მი­ა­ნებ­ში 15.5% ეფექ­ტუ­რო­ბა კო­ვიდ-19-ის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად, 37.4% ეფექ­ტუ­რო­ბა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვედ­რის­გან და 45.7% ეფექ­ტუ­რო­ბა კო­ვიდ-19-ით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ.

სრუ­ლად აც­რილ ადა­მი­ა­ნებ­ში: 65.9% ეფექ­ტუ­რო­ბა კო­ვიდ-19-ის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად, 87.5% ეფექ­ტუ­რო­ბა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვედ­რის­გან და 86.3% ეფექ­ტუ­რო­ბა კო­ვიდ-19-ით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ.

კი­დევ უკე­თე­სი ამ­ბა­ვი: 60 წელს ზე­ვით ადა­მი­ა­ნებ­ში ეს ვაქ­ცი­ნა ისე­თი­ვე ეფექ­ტუ­რია რო­გორც <60წ.
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ კვლე­ვის დროს ჩი­ლე­ში ალფა და გამა ვა­რი­ან­ტე­ბი ცირ­კუ­ლი­რებ­და, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ეს ვაქ­ცი­ნა (და პი­რა­დად მე "სი­ნო­ფარმ­საც" მი­ვა­ყო­ლებ­დი "პრი­კუპ­ში") ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რია მძი­მე კო­ვი­დის და მის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად

https://www.nejm.org/doi/full/10.1056/NEJMoa2107715

 

2. ლან­ცე­ტის პრე-პრინ­ტი

ჩი­ნეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, სა­დაც დელ­ტა ციტრკუ­ლი­რებ­და, ინაქ­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ვირუ­სე­ბის ვაქ­ცი­ნე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არის 69.5% და 100%-იანი ეფექ­ტუ­რო­ბა აქვთ მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის წი­ნა­აღ­მდებ.

https://papers.ssrn.com/sol3/papers.cfm?abstract_id=3895639

აც­რე­ბი გვი­ცავს და აც­რე­ბი მუ­შა­ობს".

წაკითხვა 389 ჯერ