ამ გვერდის ამობედვა

თბილისში მეორე ტურში ოცნება უნდა დავდოთ ბეჭებზე - რომან გოცირიძე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში არჩევნების ეგზიტპოლის შედეგებს ეხმაურება:

"ისტორია მეორდება. 2002 წელს თბილისის საკრებულოს არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებამ და საკრებულოს თავმჯდომარედ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნამ შექმნა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების წინაპირობა და შევარდნაძის რეჟიმის შეცვლის საფუძვლები.

 

2021 წლის ადგილობრივი არჩევნები არის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გენერალური რეპეტიცია.

 

თბილისში მეორე ტურში ოცნება უნდა დავდოთ ბეჭებზე. თბილისში ნიკა მელია იმარჯვებს!"-წერს რომან გოცირიძე.

 

 

 

წაკითხვა 268 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 02 2021