ამ გვერდის ამობედვა

"უმაგრესი სიახლე! პრეპარატმა დაამტკიცა, რომ კოვიდის წინააღმდეგ იბრძოლებს"

ექიმი, ენდოკრინოლოგი თამარ გოდერიძე სოციალურ ქსელში პრეპარატ მოლნუპრავირის წარმატების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება:

"უმაგრესი სიახლე - მოლნუპირავირმა დაამტკიცა რომ იბრძოლებს კოვიდის წინააღმდეგ - როგორც პრეპარატი. სუპერ.

 

(ზუსტად ერთი თვის წინ დავწერე რომ ამ მედიკამენტს ვგულშემატკივრობდი და ყველაფერი სიკეთე ისე აგიხდეთ როგორც ეს გამართლდა"-წერს გოდერიძე.

 

ცნობისთვის, კომპანია "მერკმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის მიერ წარმოებულმა პრეპარატმა "მოლნუპრავირმა" 50%-ით შეამცირა ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის რისკი.

 

კლინიკური კვლევებისას "მოლნუპრავირის" ჯგუფში არავინ გარდაცვლილა, ხოლი პლაცებო ჯგუფში 12 ადამიანი გარდაიცვალა.

წაკითხვა 396 ჯერ

სიახლეები