"ქვის ხანიდან ქვეყნის ამომყვანი კაცის მოკვლას მარტო ავადმყოფი ივანიშვილი, არარაობა ღარიბაშვილი და მეგაკორუმპირებული კალაძე არ ცდილობს, არამედ... "
გამსახურდიას მკვლელობა მხოლოდ იმათ კისერზე არაა, ვინც მის მოკვლას საჯაროდ, მოქკავშირის ყრილობებზე ითხოვდა ან ვინც მას მოსაკლავად დასდევდა - იქნებოდა ეს შევარდნაძე, კიტოვანი, ხაინდრავა, ვიღაც ავტომატიანი ნარკომანი თუ ამ ქვეყნის რომელიმე სხვა მტერი,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი წერს.
გამსახურდიას მკვლელობა - და მას შემდეგ საქართველოს ისტორიაში დასადგურებული 15-წლიანი ქვის ხანა - შესაძლებელი გახადა ყველამ, ვინც ჯერ "დიქტატორი" პრეზიდენტის მიერ თითქოსდა დაჭრილი 2 მომიტინგის გამო (რომელიც სულ არ აღმოჩნდა მისი დაჭრილი), ათასობით ადამიანის რეალურად მკვლელები მოიყვანა ხელისუფლებაში, ხოლო შემდეგ გაჩუმდა, რადგან ნუ გამსახურდია ვერა-ვაკის (ან wannabe ვერა-ვაკის) უსვეცკესი გადმოსახედიდან "ეგოიმებოდა". მიშაზეც ეგრეა. ქვის ხანიდან ქვეყნის ამომყვანი კაცის მოკვლას მარტო ავადმყოფი ივანიშვილი, არარაობა ღარიბაშვილი, კაგებეშნიკის ოჯახში დაუვაჟკაცებელი კობახიძე და მეგაკორუმპირებული კალაძე არ ცდილობენ (გავა დრო და თავად იტყვიან, ჩვენ ვინ რას გვეკითხებოდა, არარაობები ვიყავითო). ეს ისტორიული დანაშაული ყველა იმ ადამიანის კისერზეა, სახელმწიფოს მიერ მკვლელი აფრასიძეების ან ვაზაგაშვილის ალაგმვაზე სისხლს რომ შარდავდა და ამის გამო, ჯერ 9 თვის ბავშვის მკვლელები მოიყვანა ხელისუფლებაში და ახლა ჩუმად უყურებს ამ რუსული ბოროტების ზეიმს,"- წერს ზაზა ბიბილაშვილი.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი