ამ გვერდის ამობედვა

სანდრა რულოვსი მიმართვას ავრცელებს

ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამედიცინო კლინიკაში გადაყვანის გადადება არ შეიძლება. 

ამის შესახებ სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში წერს, სადაც აზიარებს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მინიტორინგის თაობაზე ომბუდსმენის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას.

 

„დიდი მადლობა ყველას! მიშას გადაყვანის გადადება აღარ შეიძლება არც ერთი დღით! #გადაიყვანე“, - წერს სანდრა რულოვსი „ფეისბუქზე“.

წაკითხვა 448 ჯერ