ამ გვერდის ამობედვა

"ნათელი ხდება რატომაც “ჩამოვიდა” სააკაშვილი საქართველოში - პრაქტიკულად აფხაზეთის ეკონომიკური ანექსია ხდება"

ნათელი ხდება რატომაც “ჩამოვიდა” სააკაშვილი საქართველოში: პრაქტიკულად აფხაზეთის ეკონომიკური ანექსია ხდება, - ამის შესახებ აშშ-ში მცხოვრები ქართველი, ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ეკონომიკური მრჩეველი, - თემურ ბასილია სოციალურ ქსელში წერს.

"საგარეო საქმეთა მინისტრადაც კრემლში გაზრდილი პირი დანიშნეს, რომელსაც ალბათ საბოლოოდ ჩააბარებენ რეალურ ძალაუფლებას აფხაზეთში … დიახ, სწორედ ამიტომაც ჩამოიყვანეს საქართველოში მიშა მისმა უფროსებმა მისი გამზრდელის - ევგენი პრიმაკოვის უწყებიდან, რომ საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება მომხდარიყო ან მინიმუმ, ყურადღება მთავარი თემებიდან გადართულიყო, რასაც მიაღწიეს კიდეც.

 

დღეს საქართველოში მთავარი თემა არა აფხაზეთის და ცხინვალის ეკონომიკური ანექსიაა, არამედ შიმშილობს თუ არა მიშა ან მრავალპროფილურ საავადმყოფოში უნდა გადაიყვანონ თუ არა იგი. სამწუხაროდ, ამის გამო მთავრობასაც ბევრი არაფერი გაუკეთებია რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან ემუშავა ამ მთავარ საკითხებზე,"- წერს თემურ ბასილია.

 

წაკითხვა 336 ჯერ