ამ გვერდის ამობედვა

"აფხაზეთსა და ცხინვალში სრული საომარი მზადყოფნაა" - არჩილ გამზარდია

რამდენი ხანია ვწერ და ვლაპარაკობ ფეთქებად საშიშ მდგომარეობაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. არავინ იმჩნევს. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში გამოცხადებულია მზადება ომისათვის. მათი შეიარაღება ბევრად გაზრდილია ბოლო პერიოდში, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია წერს.

"არსებობს დიდი რისკი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისეთი პროვოკაციებისა, რასაც შესაძლოა მოჰყვეს საქართველოში რუსული ჯარების შემოსვლა აფხაზეთისა და ცხინვალის მხრიდან. მეტიც, აქეთკენაა მათი მზაობა და ძალისხმევა მიმართული. 

 

აფხაზეთში და ცხინვალში სრული საომარი მზადყოფნაა.

 

სომხეთის პოზიცია მსგავს შემთხვევაში ადვილად პროგნოზირებადია. აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის დაახლოებული ურთიერთობები ბოლო პერიოდში ასევე აზერბაიჯანის პოზიციების პროგნოზირების საშუალებას ქმნის. არც ერთ შემთხვევაში საქართველოსთვის საიმედო პირობა არ არის შექმნილი. ვიცით ჩრდილო კავკასიის მოცემულობა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. კავკასიის ქვეყნების პოზიციები არაა ჩვენი ქვეყნისათვის საიმედო.

 

არსებობს ყველა პირობა საიმისოდ, რომ საქართველო მაღალი რისკის რეჟიმშია რუსეთის თავდასხმის საშიშროებით.

 

იზრდება რისკი იმისაც, რომ რუსეთმა კიდევ უფრო გაზარდოს საომარი მოქმედებების არეალი სხვა და სხვა ქვეყანაში.

 

რას ვაპირებთ? რაზე ვთანხმდებით საზოგადოება? რას ფიქრობს და აპირებს ხელისუფლება? 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქართველოში რუსეთის შემოჭრის რისკი ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან საკმაოდ მზარდია. 

გავიაზროთ პროცესები, გავიაზროთ გონივრულად. გავიაზროთ ჩვენი სახელმწიფოს რესურსები, როლი, პერსპექტივები. გავიაზროთ ჩვენი პოლიტიკა,"- წერს არჩილ გამზარდია.

წაკითხვა 393 ჯერ