ამ გვერდის ამობედვა

"ომი ევროპული გახდა " - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

გუშინ რეალური გარდატეხა მოხდა. ომი ევროპული გახდა. ის საბოლოოდ გააცნობიერეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი „ფეისბუქში“ წერს.

„უკვე ნახევარი ევროპა აგროვებს, აწყობს, აგზავნის ჩვენთან იარაღს და ჯავშანტექნიკას. საგრძნობლად გაიზარდა რეალური დახმარების მომწოდებელი სახელმწიფოების სპექტრი. მასშტაბები გაიზარდა”, - წერს მინისტრი.

 

ის უკრაინელებს მიმართავს და არწმუნებს, რომ დამნაშავეები, რომლებიც უკრაინაში ქალებსა და ბავშვებს კლავენ, აუცილებლად დაისჯებიან.

 

„ძვირფასო უკრაინელებო! წინააღმდეგობის 96 საათი. გამარჯვების, გამბედაობის, თავდადებისა და რწმენის 4 დღე. ტკივილი მათ გამო, ვინც სიცოცხლე გაწირა უკრაინისთვის. მტრის სიძულვილი, რომელიც ხოცავს ჩვენს ქალებსა და ბავშვებს, ანგრევს მშვიდობიან ქალაქებს. ის დაისჯება! აუცილებლად დაისჯება!“- წერს რეზნიკოვი.

წაკითხვა 269 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 28 2022