ამ გვერდის ამობედვა

"ქართული ოცნება" აკეთებს იმას, რომ საქართველოს შიდა და გარე ომის ქარცეცხლში გახვევს"

"ქართული ოცნება" აკეთებს იმას, რომ საქართველოს შიდა და გარე ომის ქარცეცხლში გახვევს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია წერს.

"ერთადერთი გამოსავალი შეიძლება იყოს, პრემიერის გადაყენება და თუნდაც რომელიმე რაფირინირებული იდიოტის დასმა, რომელიც გამოასწორებს პრემიერის ყოვლად გაუმართლებელ განცხადებებს, დაუბრუნებს რიტორიკით მაინც ქვეყანას საბოლოოდ დაკარგულ ღირსებას, ჩაერთვება რუსული ფაშიზმის წინააღმდეგ იმ ნომინალური აქტებით, რომელიც საქართველოს ელემენტარულ მორალურობას შესძენს.

 

სხვა შემთხვევაში, შეიძლება დაიწყოს შიდა ომიც და ამით მოსარგებლე ოკუპანტმა ოკუპირებული ტერიტორიიდან ქვეყნის სრული ოკუპაცია მოახდინოს ქართველების გაწყვეტით და სახელმწიფოს დანგრევით.

 

დრო არც ისე დიდია, სასწრაფოდ გადადექით პრემიერო!" - წერს არჩილ გამზარდია.

წაკითხვა 237 ჯერ