"ზელენსკის მხრიდან ელჩის გაწვევა იმის წინაპირობაა, რომ დასავლეთმა გაყინოს საქართველოსთან ურთიერთობა"
ზელენსკი არის პიროვნება, რომელიც დღეს განსაზღვრავს დასავლური პოლიტიკის დღის წესრიგს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი წერს.
"შესაბამისად, მისი მხრიდან ელჩის გაწვევა არის იმის წინაპირობა, რომ მთლიანად დასავლეთმა გაყინოს საქართველოსთან ურთიერთობა.
შედეგად, უსაფრთხოების სახელით გატარებული სამარცხვინო პოლიტიკის გამო ჩვენ შეიძლება დავკარგოთ არა მხოლოდ თავისუფლება, არამედ აღმოვჩნდეთ სრულიად დაუცველები.
ამის გამოსწორება შესაძლებელია მხოლოდ იმით, რომ სასწრაფოდ მოხდეს ამ უმძიმეს შეცდომებზე პოლიტიკურად პასუხისმგებელი მხარის ნებაყოფლობით ან იძულებით ჩამოშორება გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან," - წერს გია ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდება იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ ხელი შეუშალა ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას, ხოლო სანქციების დაკისრების საკითხზე ჰქონდა „ამორალური პოზიცია“.
სიახლეები
- "საქართველოს მთავრობის მეთაურთან ნათლად ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომაა და არ უნდა იქნას მიღებული" - ოლაფ შოლცი
- "ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ 10-მდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას" - პრემიერი
- "სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი" - კახა კალაძე
- "დღეს, თბილისსა და სხვადასხვა კუთხეში ასობით ათასი მოქალაქის გამოსვლით, ფაქტობრივად, რეფერენდუმი შედგა" - შალვა პაპუაშვილი
- "დიდი მნიშვნელობა არ აქვს გაიწვევენ თუ არა ამ კანონს, რადგან მთელი სურათი შემაშფოთებელია" - პრეზიდენტი