ამ გვერდის ამობედვა

"ჩამოვიყვანოთ უკრაინელი ლტოლვილები, დავასვენოთ, გამოვკვებოთ, გული გავუთბოთ"

განათლების ყოფილი მინისტრი კახა ლომაია სოციალურ ქსელში უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, თუ როგორ უნდა დაეხმაროს საქართველო უკრაინის მოსახლეობას.

 "საქართველოს მინიმუმი:

 

1. დაუყოვნებლივ აღვადგინოთ სავიზო რეჟიმი რუსეთთან - სიმეტრიულად იმ რეჟიმისა, რაც მათ აქვთ ჩვენი მოქალაქეების მიმართ.

2. რუსული თვითმფრინავებისთვის დაიკეტოს საქართველოს საჰაერო სივრცე, "უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე".

3. სამკურნალოდ და სარეაბილიტაციოდ ჩამოვიყვანოთ ომის დროს დაჭრილი უკრაინის მოქალაქეები - სამხედრო მოსამსახურეები და მშვიდობიანი მოქალაქეები.

4. ჩამოვიყვანოთ უკრაინელი ლტოლვილები, დავასვენოთ, გამოვკვებოთ, გული გავუთბოთ. ჩვენზე გაცილებით პატარა მოლდოვამ 30 ათასი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო.

5. გამოცხადდეს სისხლის დონაციის ეროვნული კამპანია - უკრაინას დაუყოვნებლივ სჭირდება სისხლის პლაზმა, სამხედრო მოსამსახურეებისთვის და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.

6. უკრაინაში მივავლინოთ მედიკოსები და მაშველები.

ყველა ეს ზომა ხაზგასმით ჰუმანიტარულია, და მინიმუმია იმისა, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ახლავე, გადაუდებლად,"- წერს კახა ლომაია.

წაკითხვა 352 ჯერ