"სინამდვილეში, ეს არის დამსახურება" - არჩილ გამზარდია
ევროკავშირში ჯერ მხოლოდ განაცხადის თემას ვერ ინაწილებს ჩვენი საზოგადოება. დაწყნარდით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია წერს.
"სინამდვილეში, ეს არის დამსახურება:
პირველ რიგში აქციაზე მოსული ხალხის, რომელმაც ყველაფერს შინაარსი მისცეს, საქართველოს რეაქციასაც, ხელისუფლების ქცევასაც, საზოგადოების განწყობასაც და ა.შ.
მეორე რიგში, საქართველოს პრეზიდენტის, რომელმაც ელემენტარული პრესტიჟი დაიცვა ჩვენი სახელმწიფოსი და ასე თუ ისე, სახე შეგვანარჩუნებინა.
მესამე რიგში, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, რომლებმაც ამ ყველაფერს ინსტიტუციური და კომუნიკაციური შინაარსი შესძინეს.
და მეოთხე რიგში, ხელისუფლებისაც, რომლებსაც ეყოთ გონიერება, ამ ნაწილში მაინც არ წასულიყო საზოგადოების წინააღმდეგ და მოიწადინა ამ აქტის შესრულებაზე თანხმობა.
თუმცა, აქ არის წინ უზარმაზარი სამუშაო, რომელშიც ასევე ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, ხელისუფლებამაც, ოპოზიციამაც, მთლიანად ყველამ, თუ მართლა გვინდა და მხოლოდ სპეკულაცია არ არის ევროკავშირში გაწევრიანებაზე ლაპარაკი,"- წერს არჩილ გამზარდია.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს ოფიციალურად დღეს წარადგენს.
სიახლეები
- "ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლების აქციაზე ყოფნა უარყოფითად აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნის, არამედ ევროკავშირის იმიჯზეც"
- ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიხსნა იმერეთის სასკოლო სპორტული ლიგა მინი ფეხბურთში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 მაისისთვის
- "გვსურს, მშვიდობიანი შეკრებით წარმოვაჩინოთ, რომ ჩვენი ისტორიის, ტრადიციების, ღირებულებების დაცვა უმნიშვნელოვანესია და ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დგას"
- "ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის ტრიბუნიდან გამოსვლას „ვარდების რევოლუციის“ ხსენებით იწყებენ"