ამ გვერდის ამობედვა

"სამხედრო-ტექნიკურ ომში გამარჯვება დროის ამბავია და დრო რუსეთის წინააღმდეგ მუშაობს"

სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი რუსეთ-უკრაინის ომს ეხმაურება:

 

"მესამე მსოფლიო ომი

დასავლეთი vs რუსეთი:

პოლიტიკური ომი  - გამარჯვება. 

ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე.

 

სამხედრო-სტრატეგიული ომი - გამარჯვება.

ნატო კიდევ უფრო ერთიანი და მობილიზებული გახდა.

 

სამხედრო-ტაქტიკური ომი - გამარჯვება.

ვერ განხორციელდა ბლიცკრიგი, ვერ მოხერხდა დემორალიზება. უკრაინული არმია და ხალხი ერთიანია აგრესორთან ბრძოლაში.

 

ეკონომიკური ომი - გამარჯვება.

უპრეცედენტო სანქციები, ცივილიზებული სამყაროს უპრეცედენტო ერთიანობის ფონზე.

 

საინფორმაციო ომი -  გამარჯვება.

მთელი ცივილიზებული სამყარო ერთიანია ომის შეფასებაში.

 

მსოფლმხედველობრივი  ომი -  გამარჯვება.

მთელი ცივილიზებული სამყარო ერთიანია იმაში, რომ დაუშვებელია ძლიერისგან სუსტის დაჩაგვრა. არჩევანის თავისუფლებაში ყველა თანაბარია.

 

დარჩა სამხედრო-ტექნიკური ომი - რომელში გამარჯვებაც დროის ამბავია და დრო რუსეთის წინააღმდეგ მუშაობს,"- წერს გია ხუხაშვილი.

წაკითხვა 302 ჯერ

სიახლეები