ამ გვერდის ამობედვა

"იმპიჩმენტის საკითხიც ყურით მოთრეულია - ძაბავს და აფუჭებს პოლიტიკურ მდგომარეობას"

იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოწოდებას ერთიანობის თაობაზე ქმედითად გვეპასუხა, იმაზე დავიწყეთ ლაპარაკი, არღვევს თუ არა საკონსტიტუციო ნორმებს, როცა ის საზღვარგარეთ მაღალი დონის წარმომადგენლებს ხვდება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი წერს.

"მე თუ მკითხავთ, სწორედ მისმა შეხვედრებმა რაღაცნაირად შეგვინარჩუნა სახე დასავლური მისწრაფებების მიმართ.

 

და მიმაჩნია, რომ მისი ხელმოწერაც უნდა ყოფილიყო ევროკავშირის წევრობის განაცხადზე, რაც ჩვენს სურვილს დასავლეთში კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენდა.

 

ეს იმპიჩმენტის საკითხიც ყურით მოთრეულია და არათუ მისი საჭიროება, ლაპარაკიც კი ზედმეტია.

 

ძაბავს და აფუჭებს პოლიტიკურ მდგომარეობას.

 

ხელისუფლების ყველა შტოს, ასევე ოპოზიციისა და მთელი საზოგადოების პასუხისმგებლობაა ერთად დგომა, ერთი მიზნის დასახვა, ქვეყნის განვითარების ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება.

 

ეროვნული ინტერესები წმინდა და ხელშეუხებელია.

 

ძალა ერთობაშია,"- წერს გოგა ჩანადირი.

წაკითხვა 279 ჯერ

სიახლეები