ამ გვერდის ამობედვა

"უცხოური ლეგიონის ლამის ნახევარი ქართველები ვართ"

ძალიან მაგარი ამბავია, რომ უცხოური ლეგიონის ლამის ნახევარი ქართველები ვართ. მხნედ ვართ, მტკიცედ, - ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების“ ლიდერი, უკრაინაში მყოფი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, ლეგიონის წევრები საბრძოლო დავალებას ელოდებიან.

 

„დეშეკა“ არ შემხვდა. მაინც „ვჩალიჩობ”. ძალიან მაგარი ამბავია, რომ უცხოური ლეგიონის ლამის ნახევარი ქართველები ვართ. მხნედ ვართ, მტკიცედ და ველოდებით საბრძოლო დავალებას. ამ ფოტოზე შუაში ედიშერ შუკვანია, აფხაზეთში ნაომარი მგელი. მე და ჯუღელს ისედაც ნაპერწკლები გვცვიოდა ასეთი მეომრების შემომატების მერე ლამის დასაბმელები ვართ სანამ რუსებს ვეძგერებით. სიკვდილი ოკუპანტებს! დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!“ - წერს ელისაშვილი და სოციალურ ქსელში ფოტოებსაც აქვეყნებს.

წაკითხვა 302 ჯერ