ამ გვერდის ამობედვა

"აბა ომი გინდა?" - არა, ომში უკვე ვართ, ამის დასრულება გვინდა" - გიორგი ქადაგიძე

რადგან საინფორმაციო (ჰიბრიდულ) ომში ყველანი ჩართულები ვართ, დაუღალავად გავიმეოროთ რატომ გვინდა რუსეთისგან ხსნა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში  ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე წერს.

" დღეს საქართველოში 60 ათას ბავშვზე მეტი უკიდურეს სიღარიბეშია, რეალურად შიმშილობს, მათი ფიზიკური და მენტალური განვითარება უდიდეს საფრთხეშია;

- 600 ათას ადამიანზე მეტი სოციალურად დაუცველია, უკიდურეს სოციალურ პირობებშია;

- 300 ათას ადამიანზე მეტი მოვალეთა რეესტრშია;

- სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 15 წლით ნაკლებია ვიდრე დასავლურ ქვეყნებში, 15 წლით ადრე ვკვდებით;

- მილიონზე მეტი ადამიანი ემიგრაციაშია, მოწყვეტილი საკუთარ შვილებს და მშობლებს;

- ქვეყნის 20% ოკუპირებულია;

- 5000 ადამიანით მეტი მხოლოდ კოვიდით მოგვიკვდა, ვიდრე საშუალო ევროპული სიკვდილიანობის მაჩვენებელია;

- ქვეყნის მოსახლეობა ყოველწლიურად მცირდება;

"აბა ომი გინდა? " - არა, ომში უკვე ვართ, ამ ომის დასრულება გვინდა.

"100 ბავშვის სიკვდილი ღირს ეფემერულ ნატოს წევრობად, იქნებ ნეიტრალიტეტზე ვიფიქროთ?"- არა, ნატოს, ევროპის და დასავლური ცივილიზაციის ნაწილი ზუსტად იმიტომ გვინდა ვიყოთ, რომ არ გავნადგურდეთ, როგორც ეს ახლა ხდება და არა პირიქით (იხ. ჩამონათვალი) 

დიდება უკრაინაში დაღუპულ ჩვენ გმირებს! "- წერს გიორგი ქადაგიძე.

წაკითხვა 345 ჯერ