ამ გვერდის ამობედვა

"ეს არის პირდაპირი შურისძიება ადამიანზე, რომელიც ძალიან ნერვებს გიშლის!"

ნიკა გვარამიას დაკავებას სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ეხმაურება:

"ყოველგვარი დებატების გარეშე, ამ საქმეში არ არსებობს სამართლებრივი ან სამართლიანობის მარცვალიც კი.

 

1. ეს არის სრულიად პირდაპირი შურისძიება ადამიანზე, რომელიც ძალიან ნერვებს გიშლის!

 

2. ეს არის სრულიად ერთმნიშვნელოვანი, textbook პოლიტიკური დევნა!

 

3. და არანაკლებ მნიშვნელოვანი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის წარმატებული თამაშის გაგრძელება მორიგ ჯერზე დიდი მახვილით განგმიროს ქვეყანაში პოლიტიკური, თემატური დისკუსია და პოლარიზაციის მორიგ ჭაობში გადათხლიშოს ქვეყანა საიდანაც მხოლოდ თვითონ გამოდის გამარჯვებული!

 

4. ევროკავშირის კანდიდატის კენჭისყრის წინ ეს არის წარმოუდგენლად დამაზიანებელი მცდელობა შეფერხდეს ქვეყნის წინსვლა!

 

გილოცავთ "ქართული ოცნების" მრევლს, სწორედ ახლა როდესაც ბრიუსელში კენჭისყრაა კარს მომდგარი ასეთი მასშტაბის პოლიტპატიმრის შეძენას," - წერს თინა ხიდაშელი.

 

შეგახსენებთ, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

წაკითხვა 373 ჯერ