"რატომ ვკლავთ ერთმანეთს?" - ნათია ფანჯიკიძე
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ლევან ბერძენიშვილის ბოლო განცხადებებთან დაკავშირებით, სოციალურ ქცელში პოსტს აქვეყნებს:
“რაც შეეხება ლევან ბერძენიშვილს – კარგი მასწავლებელი ის კი არ არის, ვინც მზა აზრებს უტენის თავში მოსწავლეებს, არამედ ის, ვინც წიგნთან მუშაობას ასწავლის და მადას აღუძრავს, წაიკითხოს და შემდეგ საკუთარი აზრი ჩამოაყალიბოს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილები “წიგნებიან” სახლში დაიბადნენ და გაიზარდნენ და სულ რომ არ სდომოდათ, შემთხვევით რამე აუცილებლად შემოეკითხებოდათ, ეკამ, რომელიც ერთი წელი სწავლობდა ჯიპაში და ლევან ბერძენიშვილი უკითხავდა ლექციებს, ორგანიზებულად, არა ჩემგან, არამედ სწორედ ლევან ბერძენიშვილისგან შთაგონებულმა დაიწყო ძალიან სერიოზული წიგნების კითხვა. დარწმუნებული ვარ, ასევე ბევრ ადამიანს ააღებინა ხელში ბევრი მნიშვნელოვანი წიგნი მისმა დაუღალავმა შრომამ.
პოლიტიკიდან ვინც გინდათ გაყარეთ, პოლიტიკოსი თქვენი/ჩვენი ნაქირავებია და ვისაც გინდათ “დანიშნავთ”, მიუხედავად იმისა, როგორი ვნებითაც არ უნდა უყვარდეს საქმე. პოლიტიკური მრავალნაირი სამსახური არსებობს და აუცილებელი არაა, ყველა აღმასრულებელ თანამდებობაზე იყოს. მაგრამ როცა ადამიანს იმ საქმეს უკრძალავ, რომელიც სიცოცხლის არსად აქვს ქცეული, მკვლელობაა.
რატომ ვკლავთ ერთმანეთს? როცა ერთმანეთს ვკლავთ, ეს ხომ თვითმკვლელობაცაა. ბერძენიშვილმა ლექცია არ წაიკითხოს, ლაშა ბაქრაძე ლექსებს არ გაეკაროს, იაგო კაჭკაჭიშვილმა არ იკვლიოს, დათო ლორთქიფანიძემ სამუზეუმო საქმე მიატოვოს, გაგა ჩხაიძე კინოს არ მიუახლოვდეს…. ძალიან მერიდება საკუთარი თავის ამ ხალხთან ჩაკვეხება, მაგრამ მეც “შეყვარებული” ქალი ვარ, ბევრი შემშლია, მაგრამ რაღაც მიკეთებია სასარგებლო-ც… პაციენტი არ მივიღო…დარწმუნებული ხართ, რომ უკეთესი გახდება ჩვენი ქვეყანა?- წერს ნათია ფანჯიკიძე.
ცნობისთვის, 28 მაისს, თელავში, ერეკლე II-ის სახლ-მუზეუმთან „ერეკლე II-ის დასაცავად“ – ლევან ბერძენიშვილისგან აქცია გაიმართა.
რამდენიმე დღის წინ ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა:
„სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არაა გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღაბირაშვილი გამოვა იტყვის, „ომი გინდათ“? ერეკლემაც მაგი თქვა, რა, აბა ომი გინდათო? მეომარი კაცი იყო, 80 ომი მოიგო. ჰოდა, მე მეკითდეხბოდა, ომი გინდაო? მე არ მინდოდა ომი, არავის არ გვინდოდა, მაგრამ რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა კახეთს აკონტროლებდა მხოლოდ, ვინ მისცა მაგის უფლება“?
სიახლეები
- "საქართველოს მთავრობის მეთაურთან ნათლად ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომაა და არ უნდა იქნას მიღებული" - ოლაფ შოლცი
- "ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ 10-მდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას" - პრემიერი
- "სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი" - კახა კალაძე
- "დღეს, თბილისსა და სხვადასხვა კუთხეში ასობით ათასი მოქალაქის გამოსვლით, ფაქტობრივად, რეფერენდუმი შედგა" - შალვა პაპუაშვილი
- "დიდი მნიშვნელობა არ აქვს გაიწვევენ თუ არა ამ კანონს, რადგან მთელი სურათი შემაშფოთებელია" - პრეზიდენტი