ამ გვერდის ამობედვა

"სიბრიყვეა იმის მტკიცება, რომ ქუჩაში პოლიტიკოსებზე თავდასხმასთან ხელისუფლება არაფერ შუაშია!"

რესპუბლიკური პარტიის წევრებზე ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძნიშვილზე თავდასხმაში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს პოლიტიკოსი თინათინ ხიდაშელი. 

„სამარცხვინო სიბრიყვეა იმის მტკიცება, რომ ქუჩაში პოლიტიკოსებზე თავდასხმასთან ხელისუფლება არაფერ შუაშია! დაუსჯელობა, 5 ივლისის ხან პირდაპირ და ხან მოგუდულად გამართლებაა ამგვარი “გაბედულების” მთავარი მიზეზი.

 

ქვეყანა ზარალდება, ყოველი ასეთი საჯაროდ გამოხატული ქმედება და დაუსჯელობა რეგრესის მაჩვენებელია, თორემ დათოს და ხათუნას ამით არაფერი უშავდებათ. სულ არაფერი,“- წერს თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში. 

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ  „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარეს ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს რუსთაველის გამზირზე ორი უცნობი მამაკაცი თავს დაესხა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ხათუნა სამნიძის შეფასებით, მას და დავით ბერძენიშვილს ორი პირი პოლიტიკურ ნიადაგზე დაესხა თავს.

 

შსს-მ საქმეზე 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს, ერთი პირი დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაკავებული პირი ირაკლი ხომასურიძეა.

წაკითხვა 226 ჯერ