ამ გვერდის ამობედვა

"საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მოკავშირე და საყრდენია" - ადამ კიზინგერი

„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მოკავშირე და საყრდენია“, - ამის შესახებ კონგრესმენი ადამ კიზინგერი აშშ-ში საქართველოს ელჩ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ „ტვიტერში“ წერს.

ზალკალიანმა და კირზინგერმა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებსა და უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ისაუბრეს.

 

„მქონდა შეხვედრა საქართველოს ახალ ელჩთან ამერიკაში, დავით ზალკალიანთან. ბევრია განსახილველი, თუმცა განსაკუთრებით განვიხილეთ რუსეთის არაპროვოცირებული ომი უკრაინაში. საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მოკავშირე და საყრდენია“, - წერს კიზინგერი.

წაკითხვა 217 ჯერ