ამ გვერდის ამობედვა

"ტრაგედიის მერე ვიტირეთ, გულ-მკერდზე ვიბაგუნეთ მუშტები… მერე, ისევ შენდება კორპუსები, ითხრება მიწები"

იოანე პეტრიწის სახელობის სკოლა”იბერიას”ორგანიზატორი ,”პრესქულის”ხელმძღვანელი, მაკა ბელქანია სოციალურ ქსელში 13 ივნისის ტრაგედიას ეხმაურება:

"ერთხელაც ბუნებამ, ადამიანებს დაუდევრობა არ გვაპატია. ტრაგედიის მერე დავიკაპიწეთ ხელები, ვიტირეთ ,გულ-მკერდზე ვიბაგუნეთ მუშტები… მერე,მერე ისევ შენდება კორპუსები,ითხრება მიწები, გზა-კვალი ებნევათ უწყინარ მდინარეებს და ჩვენს მიერ გულგრილ დამოკიდებულებას ბუნებისადმი ბუმერანგივით უკან გვიბრუნებენ 13 ივნისი- ტრაგედია!!!!!…. ნათელი დაადგეთ დაღუპულ ადამიანებს! ბოდიში ზოოპარკის ბინადართ! ბუნებას გაფრთხილება სჭირდება !!!!"- წერს მაკა ბელქანია.

 

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 13 ივნისის სტიქიიდან 7 წელი გავიდა. სტიქიის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. აქედან 2 დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

წაკითხვა 802 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 13 2022