ამ გვერდის ამობედვა

"რატომ ჰგონია ვინმეს, რომ ბრიუსელთან ასეთი ვაჭრობა რაიმე დადებითს მოიტანს?"

თუ საარჩევნო ბარიერის დაწევა საქართველოსთვის კარგია, ის უნდა დაწიო, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში  ექსპერტი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თენგიზ ფხალაძე წერს.

მისი თქმით, თუ ბარიერის დაწევას საქართველოსთვის სიკეთე არ მოაქვს, მაშინ რატომ აკეთებენ ამას. 

 

"და რა შუაშია  აქ ევროკავშირი? 

 

რატომ ჰგონია ვინმეს, რომ ბრიუსელთან ასეთი ვაჭრობა რაიმე დადებითს მოიტანს?

 

დაბოლოს, როდესაც ევროკავშირს ავანსად რამეს სთხოვ, სულ მინიმუმ ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი არ უნდა გყავდეს "გადაგდებული"!"-წერს თენგიზ ფხალაძე.

წაკითხვა 286 ჯერ