ამ გვერდის ამობედვა

„სახალხო დამცველის შენობაში 34 ათასს ვიხდით, ქუჩაში კი პატარა ბავშვი მოკვდა ჯართის ძებნაში“

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე სოციალური ქსელში მთავრობას მიმართავს:

„გუშინ ქუჩაში პატარა ბავშვი მოკვდა ჯართის ძებნაში. დღეს გავიგეთ რომ საქართველოს მთავრობამ | Government of Georgia წლებია ვერ მოახერხა, ვერ გამოიყო ფართი ოფისისასთვის და შესაბამისად, დამცველი ოფისში თვეში 34 ათას დოლარს იხდის.

 

უამრავს შორის მთავრობამ ვერც ერთი ცარიელი სახელწმიფო შენობა ვერ იპოვა, ვერ გაარემონტა, საპრივატიზაციო სიიდან ვერც ერთი შენობა ვერ შეარჩია, ბოლო ბოლო სახელმწიფო მიწაზე ვარ აუშენა (როგორც ეს თბილისის სასამართლოსთან დაკავშირებით მოხდა, მაგალითად). ამიტომ 34 ათას დოლარს ჩვენ ვიხდით ვიღაცისგან შენობის ქირაობაში, მაშინ როდესაც ბავშვები კვდებიან ლუკმა პურის საშოვარზე ჩვენს გვერდით“, – წერს ანა დოლიძე

წაკითხვა 1056 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 20 2019