"მე ვპროგნოზირებ ხერსონის აღებას უახლოეს 2-3 კვირაში და სტალინგრადის მასშტაბის მარცხს რუსებისთვის"
მე ვპროგნოზირებ ხერსონის აღებას უახლოეს 2-3 კვირაში და სტალინგრადის მასშტაბის მარცხს რუსებისთვის. ამას მოჰყვება მთელი სამხრეთი ფლანგის ჩამოშლა. ყირიმის სახმელეთო დერეფნის ჩაკეტვა და ლუგანსკის მთელი ოლქის გათავისუფლება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც „ფეისბუქში“ მის გვერდზე გავრცელდა.
მისი თქმით, არ არის გამორიცხული წლის ბოლომდე დონეცკისა და მარიუპოლის აღება, რაც მომავალი წლისთვის მხოლოდ ყირიმს მოიტოვებს. თუმცა, როგორც სააკაშვილი დასძენს, უკვე წელს, უკრაინა გამარჯვებით დაასრულებს ამ კამპანიას, რასაც აუცილებლად მოჰყვება რუსეთის შიგნით ჩამოშლა.
„გერმანიამ ორი ჰაიმარსის მსგავსი სისტემა გადმოგვცა. 50 ბე-ტე-ერი „დინო“ და სლოვენიის გავლით 26 ტანკი. ასევე, საბერძნეთი გერმანიასთან მოლაპარაკებით აგზავნის 60 ბე-ემ-პეს. უახლოეს კვირებში შემოვა გერმანული, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ანტისაჰაერო სისტემა. ბრიტანეთმა იარაღით დახმარებისთვის უპრეცედენტო, 2.6 მილიარდი დოლარი გამოჰყო.
საინტერესოა, რომ რუსეთი კოლონიებში კრიმინალებს აგროვებს. ხოლო უკრაინის მხრიდან ელიტა ომობს - ბანკირები, ჩემი ნაცნობი ცნობილი იურისტები, წარმატებული მენეჯერები და ისინი წინასწარ მომზადებას ნატოს ქვეყნებში გადიან. კონტრასტი სახეზეა და ჩემი აზრით, ამ ომში უკრაინის მთავარი უპირატესობაა.
მე ვპროგნოზირებ ხერსონის აღებას უახლოეს 2-3კვირაში და სტალინგრადის მასშტაბის მარცხს რუსებისთვის. ამას მოჰყვება მთელი სამხრეთი ფლანგის ჩამოშლა. ყირიმის სახმელეთო დერეფნის ჩაკეტვა და ლუგანსკის მთელი ოლქის გათავისუფლება. არ არის გამორიცხული წლის ბოლომდე დონეცკისა და მარიუპოლის აღება, რაც მომავალი წლისთვის მხოლოდ ყირიმს მოიტოვებს. თუმცა, უკვე წელს, უკრაინა გამარჯვებით დაასრულებს ამ კამპანიას, რასაც აუცილებლად მოჰყვება რუსეთის შიგნით ჩამოშლა," - წერს სააკაშვილი.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი