"საუდის არაბეთმა დანა დაარტყა ზურგში დასავლეთს"- რომან გოცირიძე
"საუდის არაბეთმა დანა დაარტყა ზურგში დასავლეთს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირძე წერს.
მისი თქმით, ოპეკმა, სადაც ამ ქვეყანას წამყვანი როლი აქვს, გადაწყვიტა შეამციროს ნავთობის მოპოვება 2 მილიონი ბარელით დღეში ნოემბრის თვიდან.
"ეს იმაზე მეტი დანაკარგია, ვიდრე ბაქო-თბილისი ჯეიჰანის მეშვეობით მიეწოდება ნავთობი ყოველდღიურად მსოფლიო ბაზარს. ეს ხდება მაშინ, როცა ევროკავშირმა სანქციის სახით რუსეთს დაუწესა ნავთობზე ფასების ზედა ზღვარი, რითაც აიძულებს დაბალ ფასებში გაყიდოს იგი. ოპეკის ეს გადაწყვეტილება ან კიდევ უფრო გაზრდის ნავთობზე ფასებს, ან შეაჩერებს მისი შემცირების ტენდენციას.
ომმა კიდევ უფრო ნათლად გამოაჩინა ვინ ვინ არის," - წერს რომან გოცირიძე.
სიახლეები
- 5 ყველაზე გავრცელებული, გამაღიზიანებელი ფაქტორი, რომლებიც მაღალი IQ-ს მქონე ადამიანებს აბნევს
- "საერთაშორისო იურისდიქციის ქვეშ არჩევნების მოთხოვნა არის საჩუქარი „ოცნებისთვის“ - გიორგი გახარია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 31 ოქტომბრისთვის
- "საგამოძიებო ორგანოს თვითონ უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები, პროკურატურას ვურჩევდი, შეუდგეს თავის საქმეს" - პრეზიდენტი
- "პუტინის წინააღმდეგ არანაირი სანქციები არ არის, საქართველოში ბევრი რუსია" - ზელენსკი