ამ გვერდის ამობედვა

"თუ საქართველო დავიბრუნეთ, ამათი შვილები თავად ამოთხრიან ამათ, როგორც "მონანიებაში"

"ილია ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

" უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ალბათ, ბევრი ისტორია გსმენიათ, თუ როგორ უხდიან მოკლული რუსი ჯარისკაცის მშობლები საჯარო მადლობას პუტინს, რადგან ამ უკანასკნელმა შვილის სიცოცხლის სანაცვლოდ ახალი ავტომობილი ან სარეცხი მანქანა აჩუქა... ახლა დავფიქრდეთ - განა იგივეს არ შვრება ქოცი, რომელიც შვილს ბოროტების პიარისთვის იმეტებს და, ამით, მასვე უსპობს მომავალს?

 

თუ საქართველო დავიბრუნეთ, ამათი შვილები თავად ამოთხრიან ამათ, როგორც "მონანიებაში". თუ არ გაგვიმართლა, რუსები დარჩნენ და სინდისმა ბოლომდე დაკარგა აზრი, მაშინ ამათი შვილებიც ისე დაემსგავსებიან ამათ, როგორც კობახიძე - მამამისს. იმედია, ეს არ მოხდება.
წაკითხვა 405 ჯერ

სიახლეები