ამ გვერდის ამობედვა

"ქართული ჟურნალისტიკა ნეკროლოგად გადაიქცა!.. შიში, შიმშილი და სიკვდილი ხსენებისაგან ხდებიან საცნაურ"

ზიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"აუ, აღარ მინდა აქ შემოსვლა და ამდენ სიკვდილზე და უბედურებაზე კითხვა, ქართული ჟურნალისტიკა ნეკროლოგად გადაიქცა! შიში, შიმშილი და სიკვდილი ხსენებისაგან ხდებიან საცნაურ - სადღაც უწერია კონსტანტინე გამსახურდიას და მგონი, მართლა ასეა ჩვენი საქმე...

 

მესმის, რომ უნდა დაწერო ერთხელ მაინც ამ საშინელ თემაზე, მაგრამ, თქვე ჩემისებო, ტელევიზიის ერთი წუთი რომ ათი ათასი და მეტი გიღირს, რატომ უნდა გამოკითხო ას წელს მიტანებული მეზობლები, რომლებიც წესიერად ვეღარც ლაპარაკობენ?! რას გეტყვიან ისინი ახალს, სენსაციურს, საინტერესოს?! წაეთრიე, რა, გამოკითხე ყაზტრანსგაზის წარმომადგენლები, ვინც პასუხისმგებელია უსაფრთხოებაზე, უსაფრთხოების ექსპერტები, მერიის თანამშრომლები, გაიგე სხვა ქვეყნებში როგორ ხდება და იქაც ასეთი დაფხავებული მასალებით ხდება გაზის შეყვანა?! გამოკითხე ოპოზიცია რას ფიქრობს... თუ არ გაგცემენ პასუხს, ესეც თქვი! თქვი ისე, რომ ქვეყანას მისცე ცოდნა იმისა, რომ ასეთები აღარ განმეორდეს!

 

მერე გამოვა ასეთი და ბიოში დაიწერს - ჟურნალისტი ვიყავიო..."- წერს ცოტნე გამსახურდია.

წაკითხვა 743 ჯერ