ამ გვერდის ამობედვა

"თანამედროვე რუსეთში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი მოქმედებს" - დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი მოღალატეებისთვის სიკვდილით დასჯის აღდგენის შესაძლებლობაზე საუბრობს. ამის შესახებ მან ტელეგრამ-არხში დაწერა.

როგორც მედვედევმა აღნიშნა, მეორე მსოფლიო ომის დროს დივერსანტებს, რომლებიც ფაშისტი მკვლელების ბრძანებით ძირისგამომთხრელ სამუშაოებს ეწეოდნენ, ხვრეტდნენ სასამართლოსა და გამოძიების გარეშე.

 

„შენ თუ მოღალატე ხარ, რომელმაც საომარ დროს ასეთი დანაშაული ჩაიდინე, მაშინ შენ არ გაქვს არც ასაკი, არც ეროვნება და არც საკუთარი ცხოვრების დაცვის უფლება. თანამედროვე რუსეთში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი მოქმედებს. სხვათა შორის, ბირთვული იარაღის მქონე უმსხვილესი ქვეყნებისგან (აშშ, ჩინეთი, ინდოეთი) განსხვავებით. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ამჟამინდელი კონსტიტუციის ფარგლებშიც, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის დაძლევა რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი პოზიციების შეცვლისას. ეს არის ჩვენი ხალხის, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესების დაცვის საშუალებების არჩევის საკითხი“, – წერს მედვედევი.

წაკითხვა 222 ჯერ