ამ გვერდის ამობედვა

"ამას მამაჩემი ნოდარის სპეციფიკური ხმით და ინტონაციით ჰყვებოდა" - რას იხსენებს ნათია ფანჯიკიძე ნოდარ ნათაძეზე

ქართველი პოლიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე და ენათმეცნიერი ნოდარ ნათაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მასზე მამის მონათხრობი მოგონებები გაიხსენა ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ საკუთარ "ფეისბუქზე".

"ნოდარ ნათაძე გარდაცვლილა. ორი რამ განსაკუთრებით მახსენდება მასზე მამაჩემისგან სულ. მამა ამბობდა, ნოდარი პატიოსანი კაციაო და მეორე - სოხუმში ომის დროს ერთად მოუწიათ ერთხელ ოთახში დაძინებამ და ნოდარი თურმე ჩაცმული და ჩექმებიანად დაწოლილა, მამა კი, ისე, როგორც ჩვეულებრივ დროს ვიძინებთ ყველა. გადაკიდებია მამაჩემი გაიხადე ეგ ჩექმები, თორემ ვერ ვიძინებ რომ გიყურებო, ნოდარი კი მაისურში მოტანტალე მამაჩემის დანახვაზე ვერ იძინებდა სავარაუდოდ და პასუხობდა "გურამ! მთავარია, განსაზღვრო დრო და მიზანი!" ამგვარად დელიკატურად მიანიშნებდა, მგონი ვერ ხვდები, ირგვლივ რა ხდებაო. ამას მამაჩემი ნოდარის სპეციფიკური ხმით და ინტონაციით ყვებოდა და ეგონა გავიზიარებდით მის "სამართლიან აღშფოთებას და მცდელობას", რომ ნოდარს აუცილებლად უნდა გაეხადა ლოგინში ჩექმები! ჩვენ კი უბრალოდ ვიგუდებოდით სიცილით. ბავშვურია, მაგრამ დიდ სიყვარულს მიჩენს ეს მოგონება", - წერს ფანჯიკიძე.

წაკითხვა 244 ჯერ