ამ გვერდის ამობედვა

"ასე ქმნის მთავრობა მონოპოლიებს, კორუფციის ეჭვები მრავლდება... შევარდნაძის დრო მოდის"

იურისტი ლევან ალაფიშვილი სოციალურ ქსელში ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ინიციატივას ეხმაურება:

 

"ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ინიციატივაზე:

 

გასულ წელს მთავრობამ (!) დახურა ტექინსპექტირების ბიზნესი და ამ ბიზნესში მისი ლობირებით დომინირებს სადაზღვევო კომპანია ალდაგი (მის შვილობილს გრინვეის მთელი საქართველოს მასშტაბით 51 ინსპექტირების ხაზი მისცეს)...

 

პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღების შემთხვევაში ალდაგი გახდება ამ 2 ბაზრის დომინანტი, შემდეგ კი მონოპოლისტი 200 მლნ-იან ბაზარზე...

 

ასე ქმნის მთავრობა მონოპოლიებს!

 

კორუფციის ეჭვები მრავლდება!

 

მოდის შევარდნაძის დრო იგივე სფეროში (ტეხასმოტრი+სავალდებულო დაზღვევა) და იგივე ფიგურანტებით?"- წერს ლევან ალაფიშვილი.

წაკითხვა 909 ჯერ