ამ გვერდის ამობედვა

"ვხედავ რევანშიზმით დამუხტულ ადამიანებს, რომლებიც ტკბებიან ამ კადრებით"

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებულ კადრებს ეხმარება:

"მე ვხედავ, როგორი თვითკმაყოფილებით აივსო ნაწილი იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილის კადრები გაასაჯაროვეს, რომელიც აშკარაა, რომ მის დამცირებაზეა გათვლილი.

 

მე ვხედავ რევანშიზმით დამუხტულ ადამიანებს, რომლებიც ტკბებიან ამ კადრებით.

 

მე ვხედავ ნიშნისმოგებითა და აღტყინებით მოლაპარაკე ადამიანებს, რომლებიც მზად არიან უფრო მეტი ასეთი კადრი ნახონ, ვხედავ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც საკუთარი სამშობლოს პრესტიჟი ამ კადრებთან არ გააიგივეს.

 

ბოლოსდაბოლოს, მარხვაა და ქრისტეს მოსწავლეს ამის დავიწყება არ ეკადრება.

 

და სამწუხაროდ, ცოტას ვხედავ ისეთს, რომელსაც ჰუმანიზმი გამოსავალი ჰგონია.

 

არადა, რამდენი კარგი რამე გვასწავლეს სკოლაში, ეკლესიაში, ლიტერატურაში. რამდენი ნაწარმოები დაგვიწერეს დიდმა მწერლებმა.

 

ასეთი კადრებით გული ვიჯეროთ? არ შეიძლება მეგობრებო, ისევე, როგორც სიძულვილი, შურისძიება,"- წერს გოგა ჩანადირი.

 

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრები გუშინ გაასაჯაროვა.

წაკითხვა 284 ჯერ