ამ გვერდის ამობედვა

"მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, არის 1001-ე პრობლემაა" - გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მიიჩნევ, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ქვეყნისათვის, მეორეხარისხოვანია და მისი ნომერ პირველ პრობლემად წამოწევა არასწორია.

ფხაკაძე ამბობს, რომ ქვეყანა უამრავი მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე დგას.

 

"აშკარად ჯადო გაგვიკეთეს. ქვეყანა 1000 გამოწვევის წინაშე დგას, მაგრამ ყველაზე მთავარი ნიუსი ქვეყანაში არის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

 

მინდა გაცნობოთ ეს არის 1001-ე პრობლემა და არა ნომერ 1 პრობლემა.

 

თუ არ გჯერათ, საკუთარ საბანკო ანგარიშს გადახედეთ, მერე მაცივარს და მერე ღმერთმა დაგიფაროთ, არააკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებაში მოსაცდელში ვირთხების თვლას რომ მორჩებით, საზღვარგარეთ სამკურნალო თანხის შეგროვების გზებზე უნდა იფიქროთ,"- წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 719 ჯერ