ამ გვერდის ამობედვა

"საზოგადოება კვლავ გაოგნებული უყურებს სააკაშვილის ქართველი მეგობრების, უცხოელი მფარველების შეთანხმებულ ქმედებებს"

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამონარიდს ავრცელებს სანდრო გირგვლიანის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო  2011 წლის გადაწყვეტილებიდან.

როგორც შალვა პაპუაშვილი წერს: „სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლებითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტო მოქმედებდა… რათა [სანდრო გირგვლიანის] ამ საშინელი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო.” – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2011 წელი“.

 

ამასთან, როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, წლები გადის, ქართული საზოგადოება კი კვლავ გაოგნებული უყურებს სააკაშვილის ქართველი მეგობრების და უცხოელი მფარველების შეთანხმებულ ქმედებებს, რათა ამ საშინელი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულდეს.

წაკითხვა 232 ჯერ