ამ გვერდის ამობედვა

"ახია მიშაზე, ფული, მიწები, მანქანები, პრივილეგიები - ყველაფერი აჩუქა საპატრიარქოს და ახლა მოსწერეს, შეეგუე მანდ ყოფნას და მეტს ნუღარ მოგვწერო"

ჟურნალისტი ვახო სანაია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი გაგზავნილ წერილს ეხმიანება.

„ახია მიშაზე. ფული, მიწები, მანქანები, პრივილეგიები - ყველაფერი აჩუქა საპატრიარქოს და ახლა მოსწერეს, შეეგუე მანდ ყოფნას და მეტს ნუღარ მოგვწერო.

 

სხვებმა მაინც ისწავლეთ ჭკუა, სანამ მუხლებს გადაიტყავებთ საპატრიარქოს ზღურბლთან. ვერაფერმა გასწავლათ ჭკუა - სულ ბოლოს ვერც 5 ივლისმა, როცა პირდაპირ სისხლისღვრა მოაწყვეს თბილისის ცენტრში.

 

გაგიკვირდებათ და ერთადერთი, ვინც მათ წინააღმდეგობა გაუწია და დაასუსტა, ივანიშვილია. ოღონდ მას თავისი მოტივაცია აქვს და ყველაზე უღირს მეთოდებს იყენებს - პირად ცხოვრებას, საძინებლებს, ფარულ გადაღებას და ა.შ. საქმე ისაა, რომ ორი მეფე ერთ ქვეყანაში ზედმეტია.

 

თუმცა არც ივანიშვილს მისცემენ მოსკოვიდან უფლებას, ბოლომდე დაასუსტოს, რადგან ივანიშვილს უფრო შეელევიან რუსეთში, ვიდრე საპატრიარქოს. ამიტომ უწევთ ერთმანეთთან პარტნიორობა.“, - წერს ვახო სანაია.

წაკითხვა 279 ჯერ

სიახლეები