ამ გვერდის ამობედვა

"ძალიან შევწუხდი თქვენი ბავშვობის ბროკოლდეფიციტური სურათებით"- ქეთი დევდარიანი

"ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტი ქეთი დევდარიანი ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ჩელენჯს, სადაც მომხმარებლები ერთმანეთს ბავშვობის ფოტოების გასაზიარებლად იწვევენ.

 

"ძალიან შევწუხდი თქვენი ბავშვობის სურათებით. შემოვდივარ ფეისბუქზე, მინდა სამყარო შევიმეცნო, სიახლეებს გავეცნო, ვიყო ორიგინალური და მოვფინო ეს ორიგინალობა სხვებსაც, მაგრამ არა! ყველგან ეს საბჭოთა და პოსტსაჭოთა ბროკოლდეფიციტური სახეები!" - წერს ქეთი დევდარიანი.

 

სტატუსმა სცენარისტის მეგობრები გაამხიარულა, თუმცა, ზოგიერთმა აღნიშნა, რომ მეგობრების ბავშვობის ფოტოების თვალიერება, პირიქით, ძალიან სასიამოვნოა მათთვის.

წაკითხვა 1610 ჯერ