ამ გვერდის ამობედვა

"ქართუმ" ჩამოწერილი სესხების სიები ჩალისფასად იყიდა ბანკებისაგან და ამაზე ააგო წინასაარჩევნო პროპაგანდა"

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთი ლიდერი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ქართუმ" ჩამოწერილი სესხების სიები ჩალისფასად იყიდა ბანკებისაგან და ამაზე ააგო წინასაარჩევნო პროპაგანდა. არ იძლევიან ინფორმაციას, თუ რამდენი დაუჯდათ ეს ე. წ. ”განულების” აქცია. ფინანსთა სამინისტრომ მოგვწერა, რომ ეს კერძო ბანკის ინფორმაციია და ვერ გავამჟღავნებთო. არა და მათი ორგანიზებული იყო ეს პროცესი და რაც მათ აწყობდათ, იმას ავრცელებდნენ მათივე ინტერპრეტაციით. იმასაც კი არ ამბობენ, ძირი ფული რამდენი იყო. ასი ლარი რომ ჰქონდა კაცს აღებული სესხად და ათი წლის მერე ათასებად რომ იქცა, ამით აბოლებენ ხალხს.


კეთილი ინებოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა და საჯარო გახადოს ამომრჩევლის მოსყიდვის ამ აქციის ყველა დეტალი."– წერს რომან გოცირიძე.

წაკითხვა 827 ჯერ