"მინდა მადლობა გადავუხადო ევროპელ დიპლომატებს ძალისხმევისთვის" - შალვა პაპუაშვილი
მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო ევროპელ დიპლომატებს მათი ძალისხმევისთვის. კვლავაც ველით მათგან ინტენსიურ პარტნიორობას და თანამშრომლობას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „X“-ზე წერს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, შეხვედრა კახეთის რეგიონში, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ელჩებთან მეგობრულ, არაფორმალურ გარემოში გაიმართა.
„კახეთის სოფელ კარდენახში ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ელჩებთან გვქონდა მეგობრული, არაფორმალური შეხვედრა, სადაც გაიმართა დისკუსია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით, რაც კანდიდატის სტატუსის მიღების წინ კიდევ უფრო აქტუალური და დროული იყო. გავმართეთ საუბრები ამ რთულ და საინტერესო გზაზე საქართველოს მიღწევებზე, გამოწვევებსა და გეგმებზე. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ევროპელ დიპლომატებს მათი ძალისხმევისთვის. კვლავაც ველით მათგან ინტენსიურ პარტნიორობას და თანამშრომლობას“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
სიახლეები
- "უკრაინისთვის საკვანძო სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ დასავლეთის გადაწყვეტილებები ძალიან ნელია" - ზელენსკი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 მაისისთვის
- "პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობამ 1 402 000 შეადგინა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია" - ლევან დავითაშვილი
- ირანის პრეზიდენტის ცხედარს თავრიზიდან მეშჰედში გადაასვენებენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში