"პირობას გაძლევთ, სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში შევალთ ევროკავშირში" - კახა კალაძე
პირობას გაძლევთ, სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში შევალთ ევროკავშირში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
კახა კალაძის თქმით, საქართველოს მომავალი არის ევროპა.
„რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა! ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს? თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ევროპულ ქვეყნებში ვიზის გარეშე, ქართული პასპორტით რომ თავისუფლად გადავადგილდებით, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა. ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი.
პირობას გაძლევთ, სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში შევალთ ევროკავშირში. ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი სულისკვეთება – ჩვენი მომავალი არის ევროპა! სწორედ ასე წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყანა, რომ ევროპული ღირებულებებით ვიცხოვროთ. პირველ რიგში, ევროპა საქართველოში და აქ მინდა, ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის. ჩვენი წინაპრებიც ამისთვის იბრძოდნენ, ვყოფილიყავით თავისუფლები და დამოუკიდებლები. ნურავის შერცხვება და შეეშინდება ამის თქმის, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპა“, – წერს კახა კალაძე.
ახა კალაძე - პირობას გაძლევთ, სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში შევალთ ევროკავშირშისიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი