ამ გვერდის ამობედვა

"მე გადავრჩი და ახლა ვეღარ გამაჩუმებთ" - რატომ გაათავისუფლა "იმედის" დირექტორმა პროდიუსერი მაია სტეფნაძე

პრო­დი­უ­სე­რი მაია სტეფ­ნა­ძე ამ­ბობს, რომ პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტის გამო ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი­დან" გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით პოს­ტი სტეფ­ნა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

 

"ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" დი­რექ­ტორს, გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვილს და ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მაგ­რად არ გა­უ­მარ­თლა, რომ მე ზუგ­დი­დე­ლი ქალ­ბა­ტო­ნის, ია კერ­ზა­ი­ა­სა­ვით გული არ გა­მის­კდა. მე გა­დავ­რჩი და ეხლა ვე­ღარ გა­მა­ჩუ­მებთ! თქვენ გა­ბე­დეთ და სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მო­მაგ­დეთ "ფე­ის­ბუქ­ზე" და­დე­ბუ­ლი პოს­ტის გამო, 21 აპ­რილს, პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში მთავ­რო­ბის ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი, ქვეყ­ნის ერ­თი­ა­ნო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი შე­ფა­სე­ბის გამო, იმის გამო, რომ მე ჩემი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პო­ზი­ცია და­ვა­ფიქ­სი­რე და პან­კი­სე­ლე­ბის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მო­ვე­დი პარ­ლა­მენ­ტის წინ!! თქვენ გა­ბე­დეთ და შე­ე­ხეთ ჩემს თა­ვი­სუფ­ლე­ბას!!

 

თქვენ და­არ­ღვი­ეთ ჩემი მთა­ვა­რი უფ­ლე­ბა-სი­ტყვი­სა და აზ­რის გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა! თქვენ გა­ბე­დეთ და ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­ლა­მა­ზე­ბის გა­რე­შე პირ­ში მი­თხა­რით, ისე რომ სხვა მი­ზე­ზის მო­ფიქ­რე­ბის­თვის თა­ვიც კი არ შე­ი­წუ­ხეთ!ამ­ბა­ვი კი მდგო­მა­რე­ობს შემ­დეგ­ში: მას მერე რაც "ფე­ის­ბუქ­ზე" პოს­ტი გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე, სამი დღის შემ­დეგ და­მი­ბა­რა "იმე­დის" დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა და პირ­და­პირ მი­თხრა, რომ სამ­სა­ხუ­რი­დან მიშ­ვებ­დნენ ჩემი სტა­ტუ­სის გამო...

 

ამა­ზე მეტი ცენ­ზუ­რა რაღა უნდა იყოს! გა­მო­მიშ­ვეს იმი­ტომ, რომ გავ­ბე­დე და ჩემი აზრი ღიად გა­მოვ­ხა­ტე. "იმე­დის" ოფი­ცი­ა­ლუ­რო და არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რო მმარ­თვე­ლე­ბო, თქვენ გა­და­წყვი­ტეთ მე სა­ნი­მუ­შოდ და­გე­სა­ჯეთ, რომ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უტიფ­რად გამპრა­ვე­ბე­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის ვერც ერ­თმა რი­გით­მა პატ­რი­ოტ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა და ჟურ­ნა­ლის­ტმა, სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გვის ში­შით, სა­კუ­თა­რი აზ­რის თა­ვი­სუფ­ლად გა­მო­ხატ­ვა ვე­ღარ გა­ბე­დოს...არ გა­მო­გი­ვათ!!! გა­რეთ 21-ე სა­უ­კუ­ნეა!!! ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ყვე­ლა­ფერს იტანს... ოღონდ დრო­ე­ბით... სი­ტყვი­სა და აზ­რის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა ამ ქვე­ყა­ნა­ში არა­ვის გა­მო­უ­ვი­და. მე კარ­გად ვიცი, რომ ჩემი ბრძო­ლა არ იქ­ნე­ბა მარ­ტი­ვი, რომ წინ მაქვს ათას­გვა­რი ცი­ლის­წა­მე­ბი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის ტალ­ღა, მაგ­რამ ამ ბრძო­ლას ვი­წყებ იმის­თვის, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში შევ­ქმნა პრე­ცენ­დენ­ტი, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ვე­რას­დროს ვე­რა­ვინ გა­ბე­დოს აზ­რის გა­მო­ხატ­ვის გამო რი­გი­თი თა­ნამ­შრომ­ლის გაშ­ვე­ბა სამ­სა­ხუ­რი­დან. მე მინ­და, რომ სხვებს მივ­ცე მა­გა­ლი­თი. არ შე­იძ­ლე­ბა 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, რაც არ უნდა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ სტრუქ­ტუ­რა­ში მუ­შა­ობ­დე, ეს გა­გი­ბე­დოს ვინ­მემ და მი­თუ­მე­ტეს გა­უ­ვი­დეს," - წერს სტეფ­ნა­ძე, რო­მე­ლიც "იმედ­ში" გა­და­ცე­მის "სხვა რა­კურ­სი გია ჯა­ჯა­ნი­ძეს­თან ერ­თად" პრო­დი­უ­სე­რი იყო.

 

6 2435521146459486 3966355890734366720 n

წაკითხვა 669 ჯერ