ამ გვერდის ამობედვა

"თუ ღვთისმშობელი ამბობს, ეს ქვეყანა ჩემი წილხვედრიაო, რად უნდა ამას ვინმეს ბეჭედი და რეზოლუცია?"

ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"თუ ღმერთი შენს გვერდით არის, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება შენს წინააღმდეგ?!

 

ანუ, თუ ღვთისმშობელი ამბობს, ეს ქვეყანა ჩემი წილხვედრიაო, რად უნდა ამას ვინმეს ბეჭედი და რეზოლუცია?

 

თუ კათოლიკეების სირცხვილი ინკვიზიცია და რელიგიური ომებია (და კიდევ ბევრი სხვა რამ), ჩვენი სირცხვილი ეს არის - გულში ქრისტიანულად მჯიღის ცემა, მწვადის კურთხევა ლობიოდ და სამარხვო ტორტი.

 

ნუ მიაცვ-მააცვამთ.

 

ცხონებული დათო მდივანისა არ იყოს - ცოტა დასტოინად!!!

 

თქვენთვის ეგ "ცოტაც" რომ მაქსიმუმია, ეგ არის უბედურება, მაგრამ ეგ უბედურება ჩვენი მოცემულობაა.

 

დავაი, რა, კოლას მიეთ!!!"- წერს გიორგი იაკობაშვილი.

წაკითხვა 633 ჯერ