ამ გვერდის ამობედვა

„ქალბატონო ეკა! უმორჩილესად გთხოვთ, ნიცშეს გარდა, თქვენს მეუღლეს ბალზაკის “შაგრენის ტყავი” წაუკითხეთ“

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში "იმედის" გადაცემა - "კვირის აქცენტებში" გასულ სიუჟეტს ეხმაურება:

 

„ქალბატონო ეკა!!! ჩემი, როგორც ერთი რიგითი ქართველის თხოვნაა თქვენდამი, როგორც ჩემი ქვეყნის პირველი ლედის მიმართ. უმორჩილესად გთხოვთ, ნიცშეს გარდა იქნებ სხვა წიგნებიც წაუკითხოთ თქვენს მეუღლეს. მაგალითად, ბალზაკის “შაგრენის ტყავი” ან სხვა, რომ მიხვდეს ტერმინი “ბალზაკის ასაკი” ქალბატონებთან მიმართებაში გამოიყენება და არა გუბაზთან, კოტესთან ან ჩემთან.

 

გთხოვთ იმიტომ, რომ თქვენი მეუღლე ტვ “ნადეჟდაზე” ჩვენზე მორიგ სიუჟეტს რომ გააკეთებინებს კვლავ ასეთი გაუნათლებელი არ გამოჩნდეს.

 

ბალზაკის ასაკის კმარას სახელით...

ირაკლი“, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

 

შეგახსენეთ, რომ „იმედმა“ გადაცემა „კვირის აქცენტებში“ “გამარჯვებულ საქართველოს” ბალზაკის ასაკის „კმარა“ უწოდა.

წაკითხვა 1141 ჯერ

სიახლეები