”ვგულშემატკივრობ ქართულ სახელმწიფოს, არ დავმალავ, უკიდურესად ვღელავ"
ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
”თბილისი პრაიდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მაინც ჩაატაროს საჯარო მსვლელობა. მინდა ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო:
1. მიუხედავად იმისა, რომ თანასწორობის გულშემატკივრის პოზიციიდან, ამ გადაწყვეტილების ტაქტიკურ სისწორეში საფუძვლიანი ეჭვი მეპარება, აბსოლუტურ სოლიდარობას ვუცხადებ გადაწყვეტილებას და აღვუთქვავ სრულ თანადგომას. ძალიან მინდა, რომ ჩემი ეჭვები და შიშები არ გამართლდეს და ჩემი ოპონენტები აღმოჩნდნენ მართლები.
2. მივმართავ ხელისუფლებას, რომელიც აქამდე სრულ უსუსურობას ასხივებს: გადაწყვეტილება მიღებულია, იგი სრულიად ლეგიტიმურია და სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს აქციის შეუფერხებელი და მშვიდობიანი ჩატარება;
3. მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia: იმუშავეთ კოორდინირებულად, მათ შორის მედიასთან. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი თანამონაწილეობის ფორმით;
4. მიუხედავად ჩემი და რ2ის ყველასთვის ცნობილი უმწვავესად კრიტიკული პოზიციისა არსებული რეჟიმის მიმართ, ვაცხადებ, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენ ძალიან ვგულშემატკივრობთ ხელისუფლებას და ძალიან არ გვინდა, რომ ის ვერ გაუმკლავდეს დასმულ ამოცანას. მიუხედავად ჩემი სკეფსისისა ხელისუფლების შესაძლებლობების თაობაზე, და ღიად ვიტყვი, ამ ვითარების ესკალაციის უმძიმესი შიშისა, გულმხურვალედ ვგულშემატკივრობთ ხელისუფლებას და მზად ვართ ნებისმიერი ტიპის და ხარისხის ჩართულობისთვის.
5. დასკვნის სახით ვიტყვი, რომ ყველა ჩვენგანმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს მოვლენა იმგვარად განვითარდა, რომ უკვე ეხება არა მხოლოდ კონკრეტული ჯგუფის უფლებებს, არამედ ქართული სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესებს. მე ვგულშემატკივრობ ქართულ სახელმწიფოს, არ დავმალავ, უკიდურესად ვღელავ, მაგრამ მზად ვარ ქვეყნის ინტერესების დასაცავად, ისე და იმგვარად, როგორც საჭირო იქნება.”
სიახლეები
- "საქართველო გზაგასაყარზეა - ის ევროპისკენ გზაზე უნდა დარჩეს" - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- "გულანთებულ ახალგაზრდებს მივმართავ, რომ რაღაცები არ არის საჭირო, დაანებეთ თავი პარლამენტის კარს, იქ არაფერი აღარ ხდება"
- "ვინც ამბობს, რომ ეს კანონი რუსულია, არა მარტო იტყუება, არამედ ცრუპენტელობს" - პრემიერი
- "დროა, პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან"- საპატრიარქო
- "დღეს ქვეყანა გადასარჩენია" - თბილისში დაგეგმილ აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდნენ