ამ გვერდის ამობედვა

"დღემდე გონიათ, რომ ქართულ-ამერიკულ-ნატოური კონსპირაციაა ოკუპაცია, ილუზიაა და სინამდვილეში არ მომხდარა"

ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"პანიკის და კრიზისის დიაგნოზი მაშინ არის სრულფასოვანი როდესაც მოწინააღმდეგის სიძულვილი ისე გაბრმავებს, მისი აქტიურობის ისე გეშინია რომ შენი თავის და შენი მომხრეების წინააღმდეგ იწყებ კამპანიას.

 

შალვა რამიშვილი ვერ გტაგავ ამოშლილი გყავარ ეტყობა და ვის გასაგონად ოხრავ ოღონდ ეს ვიცოდე, შენი დამლაიქებლების და იმ კაცის მეხოტბეების უმრავლესობას მარტო იმის კი არ ჯერათ რომ ომი საქართველომ დაიწყო, საერთოდ არ ჯერათ რომ რუსის ტანკი დგას საქართველოში და დღემდე გონიათ, რომ ქართულ-ამერიკულ-ნატოური კონსპირაციაა ოკუპაცია, ილუზიაა და სინამდვილეში არ მომხდარა.

 

რადგან ამ ნოტაზე ვართ, შენც ფიქრობ რომ 2003 წელს პუტჩი მოვაწყეთ,"- წერს თინა ხიდაშელი.

წაკითხვა 776 ჯერ