ამ გვერდის ამობედვა

" სასწრაფოდ!!! - გარეჯის უდაბნოს კელიები აღარაა საქართველოს საკუთრება და ჩვენ ქართველებს აღარაფერი გვესაქმება იქ"

დავით ქაცარავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

"სასწრაფოდ!!!

 

ვითარება გარეჯში დაიძაბა!!


მას მერე, რაც რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს კელიებიდან ამოიტანეს ხატები და გადმოსცეს ჩვენ მესაზღვრეებს, გზავნილით რომ უდაბნოს კელიები აღარაა საქართველოს საკუთრება და აწი ჩვენ ქართველებს აღარაფერი გვესაქმება იქ, რეაგირება ხელისუფლების მხრიდან იყო ნულოვანი. 


დღეს, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გაყარეს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კელიების მიმდებარე ტერიტორიიდან. 


მათი გზავნილით - "აწი ჩვენ მივხედავთ!"
რაც ეხლა ხდება გარეჯში ჩვენი ხელისუფლების ბრალია!!!
არანაირი კომუნიკაცია ხალხთან!!!
ვხედავთ მხოლოდ დათმობის პოლიტიკას!


არც ეხლა მიხედავთ ამ პრობლემას?
მე წავედი გარეჯში.
ყველამ თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, როგორ მოიქცევით!
ძალა ერთობაშია!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!" - წერს დავით ქაცარავა.

წაკითხვა 2407 ჯერ