ამ გვერდის ამობედვა

"მძიმე წელი გველოდება წინ! იმედია ამასაც გაუძლებს ქვეყანა" - თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ფესიბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"არაფერი მოულოდნელი. საარჩევნო შტაბი ძალოვნებში, ყველაზე სანდონი ყველაზე ბევრ ამომრჩევლიანი ადმინისტრაციულ რესურსთან. 

 

ერთადერთი მისია რომელიც ბიძინა ივანიშვილს უნდა შეესრულებინა ძალიან მძიმე, სახელისუფლებო არჩევნებამდე ერთ წლით ადრე იყო სამოქალაქო მშვიდობის უზრუნველყოფა, არაკონფრონტაციული, სიძულვილისგან დაცლილი წინასაარჩევნო გარემო. 

 

სწორედ ამის საპირისპირო არჩევანი გააკეთა!

 

უზარმაზარი გამოწვევა გადმოუგდო საზოგადოებას!

 

სამოქალაქო მშვიდობა, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია დღეს მთლიანად ქუჩის, აქტივისტების იმედად დატოვა.

 

მძიმე წელი გველოდება წინ! იმედია ამასაც გაუძლებს ქვეყანა,"- წერს თინა ხიდაშელი.

წაკითხვა 666 ჯერ

სიახლეები